2 წლის და 5 თვის წინ
ფატი წასვლაზე თანახმაა - ვინ დაიმატებს ანსუს
ავტორი
Aa
ანსუ ფატი "ბარსელონადან" წასასვლელად მზადაა, - იუწყება Mundo Deportivo.
ესპანური გამოცემის ინფორმაციით, 20 წლის თავდამსხმელს ლონდონის "ჩელსი", ლონდონის "ტოტენჰემი" და დორტმუნდის "ბორუსია" უმიზნებენ. ყველაზე რეალურ ვარიანტად ახლა "ჩელსი" გამოიყურება.
"არისტოკრატთა" მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ათიანი ძალიან მოსწონს.
MD აღნიშნავს, რომ ფატი "ბლაუგრანას" იჯარის წესით დატოვებს.
ფაბრიციო რომანოს თანახმად, ანსუს წარმომადგენლებს "ტოტენჰემი" დაუკავშირდა. "დეზებისა" და "ლურჯების" ინტერესს ადასტურებს მატეო მორეტოც.
აქვე გეტყვით, რომ ფატიმ "ტოტენჰემს" 8 აგვისტოს, გამპერის თასის 2023 წლის მატჩში გაუტანა გოლი, რომელმაც "ბარსას" გამარჯვება მოუტანა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი