ან ის, ან მესი - "ბარსელონამ" უნდა აირჩიოს

ან ის, ან მესი - "ბარსელონამ" უნდა აირჩიოს

ესპანური გამოცემა Sport მორიგ საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს თანახმად, "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელ ნახევარმცველს, ბერნარდუ სილვას "ბარსელონაში" სურს თამაში.

უფრო მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ 27 წლის ვარსკვლავის პოზიცია "ბლაუგრანას" დილემის წინაშე აყენებს.

"ბარსამ" ახლა უნდა აირჩიოს, 2023 წლის ზაფხულში სილვასთვის იბრძოლებს თუ ლეო მესისთვის.

აქამდე მოარული ხმების მიხედვით, არგენტინელი მეგავარსკვლავის დაბრუნება კატალონიური გრანდის პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას მთავარ ამოცანას წარმოადგენს, თუმცა ბერნარდუს ტრანსფერი ჩავის პროექტისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება.

ვახსენოთ ისიც, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, საერთოდ სურს თუ არა ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელს კვლავ "კამპ ნოუზე" თამაში. საკუთარ მომავალს ლიონელი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გადაწყვეტს.

1 კვირის წინ
9279 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს თუ არა "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლას?

კი
ვერა
არ ვიცი
სულ პასუხები: 377
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ფრანკ კესიე, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

რობერტ ლევანდოვსკი