2 წლის და 7 თვის წინ
ცნობილია: რა ნომრით ითამაშებს კანსელუ "ბარსაში"
ცნობილია: რა ნომრით ითამაშებს კანსელუ "ბარსაში"

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელი მარჯვენა მცველის, ჟოაუ კანსელუს ტრანსფერი უკვე დახურა. იგი უახლოეს სააათებში გაოფიციალურდება.

29 წლის ფლანგელი "ბლაუგრანას" იჯარის წესით უერთდება. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, "ბარსა" მიიღებს კანსელუს გამოსყიდვის უფლებასაც - თანხა 25 მილიონი ევრო იქნება.

იმაზე, თუ რა ნომრით ითამაშებს კანსელუ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში, Mundo Deportivo წერს.

გამოცემის ცნობით, ჟოაუ 2-ნომრიან მაისურს მოირგებს.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო "ბარსელონელი", რომელსაც ზურგზე 2 ნომერი ეწერა, სერჟინიო დესტი გახლდათ.


Facebook კომენტარები