1 სასტარტოში, 1 სკამზე - როგორ იწყებენ მუნდიალს "ბარსას" ფრანგები

1 სასტარტოში, 1 სკამზე - როგორ იწყებენ მუნდიალს "ბარსას" ფრანგები

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას სულ რამდენიმე საათში დაიწყებს.

"მამლების" მეტოქეები ავსტრალიელები იქნებიან.

RMC Sport-მა წინასწარ ივარაუდა ის თერთმეტეული, რომლითაც დიდიე დეშამი ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში გავა მოედანზე.

ცნობილი გამოცემის ვარაუდით, "ბარსელონას" 25 წლის გარემარბს, უსმან დემბელეს სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.

რაც შეეხება კიდევ ერთ "ბლაუგრანელს", ჟიულ კუნდე სათადარიგოთა სკამიდან იწყებს.

შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფის პირველ მატჩში დანია და ტუნისი ნულოვანი ფრით გაიყარნენ.

საფრანგეთისა და ავსტრალიის ჯახი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

5 დღის წინ
619 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს თუ არა "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლას?

კი
ვერა
არ ვიცი
სულ პასუხები: 377
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ფრანკ კესიე, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

რობერტ ლევანდოვსკი