ცნობილია: რა უთხრა არაბმა მცველმა მესის გუშინდელ მატჩში

ცნობილია: რა უთხრა არაბმა მცველმა მესის გუშინდელ მატჩში

არგენტინისა და საუდის არაბეთის ნაკრებებს შორის გუშინ გამართულ მატჩში მეტად საინტერესო მომენტი დაფიქსირდა.

კამერებმა აღბეჭდეს მომენტი, როდესაც "მწვანე შევარდნების" მცველმა ალი ალ-ბულაიჰიმ ლიონელ მესის მხარზე ხელი დაჰკრა და რაღაც უთხრა, რამაც "ალბისელესტეს" კაპიტანს ღიმილი მოჰგვარა.

ინციდენტი არაბების მიერ მეორე გოლის გატანიდან მალევე მოხდა.

ის, თუ რა უთხრა ალ-ბულაიჰიმ "ბარსელონას" ლეგენდას, თავად ალის მიერ გახდა გაცხადებული.

"მას მე ვუთხარი: "თქვენ ვერ გაიმარჯვებთ! თქვენ ვერ გაიმარჯვებთ!" - განაცხადა ალ-ბულაიჰიმ.

რაც შეეხება მესის ღიმილს, ეს ნათქვამის შინაარსზე მეტად იმას უნდა მივაწეროთ, რომ ლეოს არაბული ენა არ ესმის და ალ-ბულაიჰის სულისკვეთებაც მისთვის უცნობი დარჩებოდა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინამ ჯგუფის აუტსაიდერად მიჩნეულ გუნდთან დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 1:2 წააგო.

4 დღის წინ
20636 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს თუ არა "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლას?

კი
ვერა
არ ვიცი
სულ პასუხები: 377
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ფრანკ კესიე, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

რობერტ ლევანდოვსკი