ესპანეთის ნაკრების სავარაუდო XI კოსტა-რიკის წინააღმდეგ

ესპანეთის ნაკრების სავარაუდო XI კოსტა-რიკის წინააღმდეგ

კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 სათამაშო დღეს საქმეში ესპანეთის ეროვნული ნაკრები ერთვება.

"ფურია როხა" დღის უკანასკნელ მატჩს გამართავს და E ჯგუფის აუტსაიდერად მიჩნეულ კოსტა-რიკას დაუპირისპირდება.

SPORT გვთავაზობს ლუის ენრიკეს გუნდის სავარაუდო თერთმეტეულს მომავალი შეხვედრისთვის.

მეკარე: უნაი სიმონი

დაცვა: სეზარ აზპილიკუეტა, ერიკ გარსია, აიმერიკ ლაპორტე, ჟორდი ალბა

ნახევარდაცვა: პედრი გონსალესი, სერხიო ბუსკეტსი, პაბლო გავი

თავდასხმა: ფერან ტორესი, ალვარო მორატა, ანსუ ფატი

როგორც ხედავთ, ძირითად შემადგენლობაში ერთდროულად 7 "ბარსელონელს" ელოდებიან.

გეტყვით, რომ ესპანეთისა და კოსტა-რიკის დაპირისპირება თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. ამ ჯგუფის პირველი მატჩი კი 17 საათიდან გველის - გერმანიის ეროვნული გუნდი იაპონიის ნაკრებს შეერკინება.

4 დღის წინ
746 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს თუ არა "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლას?

კი
ვერა
არ ვიცი
სულ პასუხები: 377
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ფრანკ კესიე, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

რობერტ ლევანდოვსკი