"მესის ველაპარაკე" - ანდრეს ინიესტას ვრცელი ინტერვიუ

"მესის ველაპარაკე" - ანდრეს ინიესტას ვრცელი ინტერვიუ

"ბარსელონას" ლეგენდარული ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა, რომელიც ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატზე სტუმრად იმყოფება, ერთ-ერთ კატარულ ტელეგადაცემას ესტუმრა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

გთავაზობთ ანდრესის მიერ გაკეთებულ განცხადებებს:

"მიუხედავად პირველი მატჩის წაგებისა, არგენტინას ჩემპიონობა მაინც შეუძლია. გაიხსენეთ, რა გავაკეთეთ 2010 წელს. ჩვენ ეს პირველებმა შევძელით."

"სტარტი მოულოდნელი იყო, მაგრამ მათ ჯერ კიდევ ორი მატჩი აქვთ წინ და როცა მესი მოედანზეა, იმედი ყოველთვის არსებობს."

"მესის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ის ნომერ პირველია."

"ესპანეთმა კოსტა-რიკასთან უმაღლეს დონეზე ითამაშა. ახლა გერმანიასთან მატჩზე უნდა ვფოკუსირდეთ."

"პედრი პედრია და ინიესტა ინიესტაა. ჩვენ განსხვავებულები ვართ. ძალიან მომწონს, თუ როგორ გადაადგილდება იგი მოედანზე, როგორ ექცევაა ბურთს, როგორ თამაშობს."

"სასიამოვნოა, რომ გავი თავის ერთ-ერთ კუმირად მასახელებს. მახსენდება ჩემი ახალგაზრდობა, როცა გვარდიოლათი და ლაუდრუპით ვიყავი აღფრთოვანებული. ეს სიამაყეს მგვრის."

"მსოფლიო ჩემპიონატამდე მესის ვესაუბრე და ჩვენ აქ, დოჰაში შეხვედრის შესაძლებლობა განვიხილეთ."

"ლუის ენრიკეს პირდაპირი ჩართვები აჩვენებს, რომ ის თანამედროვე მწვრთნელია. შენი იდეების ხალხისთვის პირდაპირ გადაცემის ეს გზა ფენომენალურია."

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი 2010 წელს გახდა. ფინალში გადამწყვეტი გოლი სწორედ ინიესტას ანგარიშზე იყოო.

3 დღის წინ
522 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს თუ არა "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლას?

კი
ვერა
არ ვიცი
სულ პასუხები: 377
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ფრანკ კესიე, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

რობერტ ლევანდოვსკი