გვარდიოლას დაბრუნება რეალური იყო - აქამდე უცნობი ამბავი

გვარდიოლას დაბრუნება რეალური იყო  - აქამდე უცნობი ამბავი

"ბარსელონას" ყველა გულშემატკივარს კარგად ახსოვს ის ეპოქა, რომელიც ხოსეპ გვარდიოლამ "ბარსელონაში" შექმნა. 4 სეზონში მოგებული 14 ტიტული და საოცარი სათამაშო სტილი, რომლითაც ესპანელი სპეციალისტის გუნდი გამოირჩეოდა, სამუდამოდ ჩაიბეჭდა ქომაგის მეხსიერებაში.

სწორედ ამიტომ, ნამდვილად არაა გასაკვირი, რომ პეპის "კამპ ნოუზე" დაბრუნება "ბლაუგრანას" ბევრი ფანის სურვილია.

თუ ტონი ხუანმარტის დავუჯერებთ, ეს სურვილი ახდენასთან საკმაოდ ახლოს 2021 წელს მისულა.

აი, რას წერს Relevo-ს ჟურნალისტი:

"2021 წლის გაზაფხულზე ჟოან ლაპორტა უკვე ფიქრობდა რონალდ კუმანის ჩანაცვლებაზე. ამ დროს იგი პეპ გვარდიოლას დაუკავშირდა.

პეპს კი ან არა არ უთქვამს, თუმცა ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დამოკიდებულად წარმოაჩინა. "ჩელსისთან" მარცხმა მისთვის ყველაფერი შეცვალა."

"მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის ფინალი ლონდონის "ჩელსისთან" კაი ჰავერცის გოლის წყალობით წააგო. როგორც ჩანს, ამ მარცხმა გვარდიოლას "ეტიჰადზე" დარჩენა გადააწყვეტინა.

აქვე გეტყვით, რომ გამოცდილმა სპეციალისტმა "ქალაქელებთან" კონტრაქტი გუშინ გაახანგრძლივა.

3 დღის წინ
1160 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს თუ არა "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლას?

კი
ვერა
არ ვიცი
სულ პასუხები: 377
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ფრანკ კესიე, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

რობერტ ლევანდოვსკი