ჩავი კატარში მიდის - "მაესტროს" გეგმები

ჩავი კატარში მიდის - "მაესტროს" გეგმები

Diario AS-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი პარასკევს კატარში გაემგზავრება. 

"ბარსას" მესაჭეს აღმოსავლეთში მისი ასისტენტები - ოსკარ ერნანდესი და სერხიო ალეგრე მიჰყვებიან.

42 წლის სპეციალისტი მსოფლიო ჩემპიონატის 3 მატჩს დაესწრება:

არგენტინა v მექსიკა (26 ნოემბერი)

ესპანეთი v გერმანია (27 ნოემბერი)

ბრაზილია v შვეიცარია (28 ნოემბერი)

გარდა ამისა, ჩავი შეხვდება რონალდ არაუხოსაც. ურუგვაელი მცველი ჯერ კიდევ ტრავმის მორჩენის პროცესშია და "ბლაუგრანას" თავკაცი მას აუცილებლად შეახსენებს, რომ რეაბილიტაცია ხელოვნურად არ დააჩქარონ.

როგორც ადრეც მოგახსენეთ, "ბარსაში" შიშობენ, რომ ურუგვაის ნაკრები 23 წლის მცველს მოედანზე ნაადრევად დააბრუნებს. მიუხედავად ამისა, მათი შიშის გამართლებას არ უნდა ველოდოთ - მაგალითად, სამხრეთ კორეასთან მატჩში რონალდი განაცხადშიც კი არ იმყოფებოდა.

აქვე ვიგებთ, რომ ჩავი ბარსელონაშ 30 ნოემბერს დაბრუნდება.

3 დღის წინ
940 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს თუ არა "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლას?

კი
ვერა
არ ვიცი
სულ პასუხები: 377
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ფრანკ კესიე, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

რობერტ ლევანდოვსკი