3 წლის და 2 თვის წინ
ათიანის პრობლემა - "ბარსელონა" გამოსავალს ეძებს
ათიანის პრობლემა - "ბარსელონა" გამოსავალს ეძებს

Diario AS-ის ჟურნალისტმა ხავი მიგელმა "ბარსელონას" ოფიციალური მაღაზიებიდან გამომავალ წყაროებზე დაყრდნობით, კლუბისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ გვამცნო, რომელიც გაყიდვაში მყოფ მაისურებს ეხება.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ისტორიულად, 10-ნომრიანი მაისური "ბლაუგრანას" გულშემატკივრებში ყველაზე პოპულარული იყო, მაგრამ ანსუ ფატიზე ეს არ ითქმის.

კლუბის ორ უდიდეს მაღაზიაში ზურგზე ათნომერწაწერილი მაისური გამოფენილიც კი არ არის.

"კამპ ნოუს" მაღაზიაში ასეთს მხოლოდ ერთ მანეკენზე ვნახავთ, მაგრამ ისიც ცალკე კი არ დგას, არამედ ახალი, მეოთხე ფორმის პიარის ნაწილია და სხვა მაისურებისგან არაფრით გამოირჩევა. 

"ახლა 10-ნომრიანი მაისური 6 ყველაზე გაყიდვად მაისურებს შორისაც კი არ შედის. თუ ფატის ფორმა გინდათ, სახელის დაპრინტვა საგანგებოდ უნდა მოითხოვოთ, რადგან იგი გაყიდვაში არ გვაქვს," - უთხრა ჟურნალისტს მაღაზიაში მომუშავე ერთ-ერთმა პიროვნებამ.

გასულ კვირებში ყველაზე აქტიურად პაბლო გავის 6-ნომრიანი მაისური იყიდებოდა. მას პედრი და რობერტ ლევანდოვსკი მოჰყვებოდნენ. ქომაგებში პოპულარულია ტერ შტეგენის, ფრენკი დე იონგისა და რონალდ არაუხოს მაისურებიც.

რაც შეეხება 10 ნომრის პრობლემას, კლუბი უკვე ეძებს გამოსავალს.


Facebook კომენტარები