3 წლის და 2 თვის წინ
ანსუ ფატის მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა
ავტორი
Aa
ანსუ ფატით "ბრაიტონი" დაინტერესდა, - იუწყება Mundo Deportivo.
კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, "თოლიების" მთავარ მწვრთნელს, რობერტო დე ძერბის 20 წლის თავდამსხმელი ძალიან მოსწონს. იტალიელ სპეციალისტს უნდა, რომ ანსუმანეს მის გუნდში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა.
"ბარსელონას" ათიანი "ბრაიტონის" წინადადებას განიხილავს. როგორც ჩანს, ანსუ ამ გუნდის შეთავაზებას ისეთივე ყურადღებას აქცევს, როგორც სხვა მსურველებისას.
შეგახსენებთ, რომ ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ფატი ლონდონის "ტოტენჰემში" გადასვლასთანაა ახლოს. იგი "დეზებს" ერთწლიანი იჯარით შეუერთდება.
ახალგაზრდა ფორვარდი "ჩელსისა" და "ლივერპულსაც" დაუკავშირეს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი