2 წლის და 7 თვის წინ
ვინ უნდა გახდეს "ბარსას" 10-იანი - ფანების აზრი ცნობილია
ვინ უნდა გახდეს "ბარსას" 10-იანი - ფანების აზრი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" 20 წლის თავდამსხმელის, ანსუ ფატის "ბრაიტონში" განათხოვრება თითქმის გადაწყვეტილია.

ანსუ დღეს ლონდონში ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის. "თოლიები" ესპანელ ფორვარდს ერთწლიანი იჯარით იმატებენ - ხელფასის უმეტეს ნაწილს პრემიერლიგური კლუბი დაფარავს, მაგრამ ფატის გამოსყიდვის უფლებას ვერ მიიღებს.

ანსუმანეს "ბრაიტონში" გადაბარგება იმას ნიშნავს, რომ "ბარსაში" 10-ნომრიანი მაისური ვაკანტური ხდება. 

SPORT-მა გულშემატკივრებს ჰკითხა, თუ ვის უნდა ჩააბარონ კატალონიელებმა 10 ნომერი. გამოკითხვის შედეგები ასეთია:

31% - ლამინე იამალი

27% - პედრი

14% - ჟოაუ ფელიქსი

13% - ფრენკი დე იონგი

9% - ილქაი გიუნდოგანი

3% - სერხი რობერტო

2% - რაფინია

1% - ფერან ტორესი

როგორც ხედავთ, ფანებს სურთ, რომ გუნდის ახალი ათიანი ლამინე იამალი გახდეს, მაგრამ ნაკლებსავარაუდოა, კლუბმა ასეთი პასუხისმგებლობა 16 წლის ბიჭს დააკისროს.


Facebook კომენტარები