1 წლის და 2 თვის წინ
"ბარსა" და "ატლეტიკო" ფელიქსზე შეთანხმდნენ
"ბარსა" და "ატლეტიკო" ფელიქსზე შეთანხმდნენ

"ბარსელონა" და მადრიდის "ატლეტიკო" ჟოაუ ფელიქსის იჯარაზე შეთანხმდნენ, - იუწყება ჟურნალისტი ლუის როხო.

Marca-ს ჟურნალისტის ინფორმაციით, პორტუგალიელი თავდამსხმელი "ბლაუგრანას" ფეხბურთელი მაშინვე გახდება, როგორც კი მისი ლა ლიგაში დარეგისტრირება გარანტიას მიიღებს.

გუშინ დაიწერა, რომ "როხიბლანკო" 23 წლის თავდამსხმელის განათხოვრების სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს ითხოვდა და სურდა, "ბარსას" ფეხბურთელის ხელფასი სრულად დაეფარა.

როხო არაფერს ამბობს იმაზე, დაუკმაყოფილებს თუ არა "ბლაუგრანა" "ინდიელებს" ამ პირობებს.

ადრია ალბეტსის ინფორმაციით, თანხა, რომელიც "ბარსას" კომპანია Libero-სგან Barca Studio-ს წილის გაყიდვით უნდა მიეღო, დღეს არ ჩაირიცხება. კომპანიამ კიდევ რამდენიმე დღე ითხოვა. აქედან გამომდინარე, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას ჟოაუ ფელიქსისა და ჟოაუ კანსელუს ტრანსფერების საგარანტიო თანხის სხვაგან მოძიება მოუწევს. დიდი ალბათობით, კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ამას საკუთარი ჯიბიდან გააკეთებს.


Facebook კომენტარები