1 წლის და 2 თვის წინ
ფატი, აბდე, გარსია - ჩავიმ წასულებზე ილაპარაკა
ფატი, აბდე, გარსია - ჩავიმ წასულებზე ილაპარაკა

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ლა ლიგის მე-4 ტურის მატჩს ჩაატარებს და გასვლაზე "ოსასუნას" დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე,  "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც "მაესტრო" შეეხო, "ბლაუგრანადან" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს წასული ფეხბურთელების ბედი გახლდათ.

"ანსუ ფატი? იგი "ბარსაში" მომავალ წელს დაბრუნებასა და წარმატების მიღწევას აპირებს.

აბდე წასვლას მძაფრად ითხოვდა და სწორედ ამიტომ გავუშვით იგი ამ თანხად (7.5 მილიონი ევრო). მიუხედავად ამისა, მისი გამოსყიდვის უფლება გვაქვს (20 მილიონ ევროდ). ვნახოთ, რა მოხდება.

ერიკ გარსიამ მითხრა, რომ ცვლილება სჭირდებოდა. მისი გადარწმუნება ვცადე, თუმცა, საბოლოო ჯამში, მან ფინანსური რეგულაციების გამოც დაგვტოვა," - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ ფატი "ბრაიტონს" შეუერთდა მშრალი იჯარით, ხოლო გარსია - "ჟირონას". რაც შეეხება ეზალზულს, იგი "ბეტისში" გაიყიდა.


Facebook კომენტარები