სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს "ბარსელონამ" "მანჩესტერ სიტიდან" პორტუგალიელი მარჯვენა მცველი, ჟოაუ კანსელუ ინათხოვრა.
29 წლის ფლანგელის დამატებიდან მალევე გაოფიციალურდა ისიც, რომ კატალონიურმა გრანდმა თავისი ცენტრალური მცველი, ერიკ გარსია, "ჟირონაში" გაუშვა იჯარით.
თუ ესპანურ პრესაში მოარულ ხმებს დავუჯერებთ, ეს ტრანსფერები ერთმანეთთანაა დაკავშირებული.
Mundo Deportivo წერს, რომ ერთი ვერსიის თანახმად, "სიტიმ" კანსელუ მხოლოდ იმიტომ გაუშვა "ბლაუგრანაში", რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთაგან" გარსიას "ჟირონაში" განათხოვრების პირობა მიიღო.
"მანჩესტერ სიტიც" და "ჟირონაც" ერთი ორგანიზაციის, CITY Group-ის მფლობელობაში არიან, ამიტომ ეს ამბავი ისე უცნაურიც შეიძლება არ იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
აქვე შეგახსენებთ, რომ კანსელუს "ბარსელონური" დებიუტი დღეს, "ოსასუნას" წინააღმდეგ შედგება.