2 წლის და 5 თვის წინ
კუნდე: "პენალტი? გამეორება არ მინახავს, მაგრამ..."
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" ლა ლიგის მე-4 ტურში "ოსასუნა" დაამარცხა, ანგარიშით 2:1.
"ელ სადარზე" გამართული მატჩის პირველი ტაიმი კატალონიელებმა ჟიულ კუნდეს მიერ გატანილი გოლით მოიგეს. მატჩის მიწურულს ჩიმი ავილამ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ გამარჯვება მაინც "ბლაუგრანას" დარჩა - რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტი გოლად აქცია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კუნდემ ჟურნალისტს მცირე ინტერვიუ მისცა.
"გაგვიჭირდა, მაგრამ მძიმე შრომით მოვიგეთ.
კანსელუ და ფელიქსი ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, დიდი გამოცდილებით. ისინი აუცილებლად დაგვეხმარებიან.
პენალტი მხოლოდ ერთხელ ვნახე. ვფიქრობ, პენალტი დასანიშნი იყო. გამეორება არ მინახავს, მაგრამ ეს ჩემთვის პენალტს ჰგავდა," - თქვა ფრანგმა მცველმა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი