1 წლის და 2 თვის წინ
"კანსელუს ეს ვუთხარი" - რა თქვა ჩავიმ მატჩის შემდეგ
"კანსელუს ეს ვუთხარი" - რა თქვა ჩავიმ მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა "ოსასუნასთან" მოგებული შეხვედრა (2:1) მატჩისშემდგომ ინტერვიუში შეაფასა.

"საგოლე შანსების შექმნას ვერ ვახერხებდით. 3 ქულა ძალიან რთულ სტადიონზე ავიღეთ.

გუნდმა იწვალა და გამარჯვება დაიმსახურა. მათ მოედანზე ყველაფერი გაიღეს. "ელ სადარზე" თამაში მარტივი არასდროსაა.

ორივე ჟოაუს დამოკიდებულება ძალიან მომეწონა. გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ყველამ შეიტანა. ფელიქსს ბევრი რამის მოცემა შეუძლია, მაგრამ გამოვყოფ იმ ხასიათს, რომლითაც იგი დღეს ჩაერთო თამაშში. ვფიქრობ, მისი მეორე თავდამსხმელად გამოყენება შესაძლებელი იქნება.

ბალდესა და ლამინესგან 1-1-ზე სიტუაციებში წარმატებული თამაში დაგვაკლდა.

კანსელუ შეტევისას ნახევარდაცვას უნდა შეუერთდეს ხოლმე. მას ვუთხარი, რომ ეს გაეკეთებინა. ნახევარდაცვაში იგი დიდ უპირატესობას მოგვცემს," - თქვა ჩავიმ..

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ლა ლიგაში 10 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს გუნდი 16 სექტემბერს, "ბეტისთან" ჩაატარებს.


Facebook კომენტარები