3 წლის და 2 თვის წინ
ჩავი: “ჩვენ ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ველოდებით”
ჩავი: “ჩვენ ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ველოდებით”

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანს, სერხიო ბუსკეტსს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

34 წლის ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა “ბარსელონაში”.

სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მედიასთან ისაუბრა:

“სერხიო ბუსკეტსი ლეგენდაა, მან უნდა გადაწყვიტოს, რისი გაკეთება სურს მომავლისთვის - ჩვენ მას ველოდებით. არანაირი პრობლემა არ არის ჩემთან და ლაპორტთან, ატმოსფერო შესანიშნავია.” - განაცხადა ჩავიმ.

ცნობისთვის, სერხიო ბუსკეტსს MLS-ის გუნდები აქტიურად იწვევენ.


Facebook კომენტარები