1 წლის და 2 თვის წინ
კანსელუ: "ვნახოთ, ვითამაშებ თუ არა სასტარტო შემადგენლობაში"
კანსელუ: "ვნახოთ, ვითამაშებ თუ არა სასტარტო შემადგენლობაში"

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ჟოაუ კანსელუს დებიუტი შედგა "ბარსელონაში". პორტუგალიელი ფლანგელი "ოსასუნასთან" მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.

29 წლის მარჯვენა მცველმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მცირე კომენტარიც გააკეთა.

"ბარსელონაში" ჩემი დებიუტით ამაყი ვარ. ეს ჩემთვის დიდი ჯილდოა.

თანაგუნდელებმა ძალიან კარგად მიმიღეს. ჩვენ კარგი გუნდი ვართ და ერთად კარგი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია.

ვნახოთ, შემეძლება თუ არა სასტარტო შემადგენლობაში მარჯვენა მცველად თამაში. ეს რთული იქნება, რადგან გუნდს მაღალი დონის ბევრი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ მე მაქსიმალურად დავიხარჯები," - თქვა კანსელუმ.

შეგახსენებთ, რომ ჟოაუ "ბარსამ" "მანჩესტერ სიტიდან" ინათხოვრა.

რაც შეეხება გუშინდელ მატჩს, იგი კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.


Facebook კომენტარები