როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" გუშინ პამპლონური "ოსასუნა" სტუმრად გამართულ მატჩში დაამარცხა - 2:1.
ჟიულ კუნდესა და ჩიმი ავილას გაცვლილი გოლების წყალობით, ანგარიში 1:1 გახლდათ, როცა რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტი ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. ეს შეხვედრის 85-ე წუთზე მოუხდა.
რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ფაქტია, რომ ეს უკვე ზედიზედ მესამე შემთხვევაა "ოსასუნასა" და "ბარსელონას" მატჩებში, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებს" გადამწყვეტი გოლი 85-ე წუთზე გააქვთ.
ცხადია, გასულ სეზონში ეს ორჯერ მოხდა.
2022 წლის ნოემბერში 85-ე წუთზე რაფინიამ შეაგდო "ელ სადარზე" (2:1) შეხვედრის მომგები გოლი, 2023 წლის მაისში კი ჟორდი ალბა გამოირჩა "კამპ ნოუზე" (1:0).
ამ გუნდების მომდევნო მატჩი 2024 წლის იანვარშია ჩანიშნული. ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა ეს ტრადიცია.