3 წლის და 2 თვის წინ
"ბარსელონას" სამიზნე კლუბს აღარ დაელოდება
ავტორი
Aa
რუბენ ნევეში "ბარსელონასთვის" ლოდინს შეწყვეტს, - იუწყება Sport.
პორტუგალიელმა ნახევარმცველმა იცის, რომ "ბლაუგრანას" მისი დამატება ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი. ამის მიზეზი კლუბის სპორტული ჯგუფის ეჭვებია. ისინი არ არიან დარწმუნებულნი ნევეშის "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სათამაშო სტილთან შესაბამისობაში.
ნევეშს მსურველები მრავლად ჰყავს. ესპანური გამოცემის ინფორმაციით, რუბენით ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდები განსაკუთრებით აქტიურად ინტერესდებიან.
"ვულვერჰემპტონის" 25 წლის შუახაზელს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე იგი 40 მილიონ ევროდაა შეფასებული.
მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა.
Facebook კომენტარები