2 წლის და 7 თვის წინ
გვარდიოლა შეიძლება ნაკრებში ვიხილოთ - მოულოდნელი ამბავი
გვარდიოლა შეიძლება ნაკრებში ვიხილოთ - მოულოდნელი ამბავი

რამდენიმე წყაროს მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, გარეთ საუთგეიტი ინგლისის ნაკრებს ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ დატოვებს.

Daily Mail-ს თუ დავუჯერებთ, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ოცნებობს, რომ "ლომების" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე "ბარსელონას" ლეგენდა, ხოსეპ გვარდიოლა იხილოს.

ინგლისის ეროვნული გუნდის ჩაბარებას თავად პეპიც განიხილავს.

გვარდიოლას "ქალაქელებთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისში ეწურება. მოარულ ხმებს ეს მხოლოდ აძლიერებს.

როგორც ირკვევა, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებულმა "ლომები" 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანოს.


Facebook კომენტარები