3 წლის და 2 თვის წინ
ცნობილია: ვინ შეცვლის ბუსკეტსს უახლოეს მატჩებში
ცნობილია: ვინ შეცვლის ბუსკეტსს უახლოეს მატჩებში

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი ტრავმირებულია. 34 წლის ნახევარმცველმა კოჭის დაზიანება "სევილიასთან" მატჩში მიიღო.

სერხიო გუნდს 2 კვირით გამოაკლდა. თუ SPORT-ს დავუჯერებთ, ბუსკეტსის არყოფნაში, მის პოზიციას ფრანკ კესიე დაიკავებს.

კოტ-დ'ივუარელი შუახაზელი ამ შანსს მომზადებული შეხვდა. ესპანური პრესის ინფორმაციით, კესიეს სურს, რომ თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს.

"სევილიასთან" შეხვედრაში ბუსკეტსი სწორედ ფრანკმა შეცვალა. სხვათა შორის, მატჩის პირველი გოლი, რომელიც ჟორდი ალბამ შეაგდო, კესიეს ჩინებული გადაცემის შემდეგ გავიდა.

მიმდინარე სეზონში ფრანკის მონაგარი 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.


Facebook კომენტარები