3 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთისთვის 2 "ბარსელონელი" იბრძოლებს
ავტორი
Aa
France Football-მა 2023 წლის ოქროს ბურთის 30 ნომინანტი დაასახელა.
ნომინანტთა შორის "ბარსელონას" სულ 2 წარმომადგენელი ჰყავს: რობერტ ლევანდოვსკი და ილქაი გიუნდოგანი.
ლევანდოვსკისთვის 2022/2023 წლების სეზონი "ბლაუგრანაში" სადებიუტო გახლდათ. მან ესპანეთის სუპერთასი და ლა ლიგა მოიგო, რასაც ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოც დაუმატა.
გაცილებით უკეთესი პოზიციის დაკავების შანსი აქვს ილქაის, რომელმაც "მანჩესტერ სიტისთან" ერთად ტრიპლეტი შეასრულა.
აქვე ვთქვათ, რომ მეკარეების ჯილდოსთვის (ლევ იაშინის სახელობის) მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იბრძოლებს, კოპას პრიზზე (საუკეთესო ახალგაზრდა) კი პაბლო გავი, პედრი გონსალესი და ალეხანდრო ბალდე არიან წარდგენილნი.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი