"ბარსელონას" ნახევარმცველმა ორიოლ რომეუმ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის გარშემო ატეხილი სკანდალის შესახებ ისაუბრა და "ფურია როხას" ქალ ფეხბურთელებს მხარი დაუჭირა.
"იმედია, ჯენი და მისი კოლეგები თავს დაფასებულად გრძნობენ და იმას, რასაც მათი პროტესტის მიზეზია, წერტილი დაესმება.
რუბიალესის მიერ მათდამი გამოჩენილი საქციელი სამწუხარო და სამარცხვინოა. არ მინდა გამომრჩეს ის ფაქტი, რომ ამ მოთამაშეებმა საოცარ შედეგს მიაღწიეს.
ჩვენ პირველ გვერდებს ამ სკანდალით ვავსებთ, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ვისურვებდი იმისთვის გამესვა ხაზი, რაც მათ გააკეთეს. მსოფლიო ჩემპიონობაში უდიდესი შრომაა ჩადებული," - თქვა რომეუმ.
შეგახსენებთ, რომ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრებმა ინგლისის ეროვნულ გუნდს მოუგო. დაჯილდოების ცერემონიის მიმდინარეობისას რუბიალესმა "ფურია როხას" მოთამაშეს, ჯენი ერმოსოს ტუჩებში, მისი ნებართვის გარეშე აკოცა.
რუბიალესმა პრეზიდენტის თანამდებობის დატოვებაზე უარი განაცხადა, მაგრამ ფიფამ იგი ფეხბურთს 90 დღით ჩამოაშორა. პოსტი დატოვა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.