3 წლის და 2 თვის წინ
6 უკან მობრუნდება - რას უპირებს "ბარსა" ამჟამად განათხოვრებულებს
6 უკან მობრუნდება - რას უპირებს "ბარსა" ამჟამად განათხოვრებულებს

გასული წლის ზაფხულში, როცა "ბარსელონა" შემადგენლობის გაცხრილვით იყო დაკავებული, კატალონიელებმა რამდენიმე ფეხბურთელი იჯარით გაუშვეს.

მოსალოდნელია, რომ განათხოვრებული ექვსეული, რომელიც სერჟინიო დესტის, ნიკო გონსალესი, კლემან ლანგლეს, აბდე ეზალზულის, ალექს კოლადოსა და სამუელ უმტიტისგან შედგება, ზაფხულში უკან მობრუნდება.

Tribuna.com-ის ვარაუდით, "ბლაუგრანა" დესტის, ლანგლესა და უმტიტის შენარჩუნებას გამორიცხავს.

"მილანს" სერჟინიოს 20 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვს, თუმცა მის გააქტიურებას არ აპირებს. ლანგლეს გამოსყიდვა შეუძლია "ტოტენჰემსაც", მაგრამ მსგავსი განზრახვა არც "დეზებს" გააჩნიათ. 

რაც შეეხება უმტიტის, თუ ესპანურ გამოცემებში გაჟღერებულ ინფორმაციებს ვენდობით, "ბლაუგრანას" მასთან კონტრაქტის გაწყვეტა შეეძლება.

ნიკო, აბდე და კოლადო შეიძლება დარჩნენ კიდეც, მაგრამ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" მათთან დაკავშირებულ წინადადებებსაც განიხილავენ.

განათხოვრებულთა რიგებშია ფრანსიშკუ ტრინკაუც, თუმცა ლისაბონის "სპორტინგის" მიერ მისი გამოსყიდვა ფაქტობრივად გარდაუვალია.


Facebook კომენტარები