2 წლის და 7 თვის წინ
დე იონგის შესანიშნავი ფორმის 5 მიზეზი - "ბარსას" სხვა სურვილიც აქვს
დე იონგის შესანიშნავი ფორმის 5 მიზეზი - "ბარსას" სხვა სურვილიც აქვს

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, როხერ ტორელოს ინფორმაციით, "ბარსელონაში" სურთ, რომ ფრენკი დე იონგს კონტრაქტი გაუხანგრძლივონ და ის ხელფასი, რომელიც მან მოქმედი ხელშეკრულების ვადაში უნდა აიღოს, დამატებულ წლებზე გადაუნაწილონ.

"ბლაუგრანას" სპორტულ დირექტორს, დეკუს წინ რთული სამუშაო ელის, რადგან დე იონგის აგენტები ჯერ კიდევ ბრაზობენ იმაზე, რომ შარშან კლუბს ნიდერლანდელი ტრანსფერზე ჰყავდა დაყენებული.

ფრენკის გარემოცვიდან გამომავალი ხმების მიხედვით, მათ "ბარსასთან" მოლაპარაკებების დაწყება არ ეჩქარებათ. გარდა ამისა, სურთ დაინახონ, რომ მომდევნო წლებში დე იონგი გუნდის საკვანძო ფიგურა იქნება.

სანამ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებოდნენ, 26 წლის ნახევარმცველი მთლიანად ფეხბურთზეა ფოკუსირებული. მისი "ბარსელონასადმი" ერთგულება უსაზღვროა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო. ტორელოს ვერსიით, ამის განმაპირობებელი ფაქტორები შემდეგნაირია:

მეტი თავისუფლება ორიოლ რომეუს გვერდზე თამაშისას

მეტი პასუხისმგებლობა, რაც კაპიტნად გახდომამ მოიტანა

ჩავისთან საუბარი

შესანიშნავი გარემო მოედნის მიღმა

გუნდის ახალგაზრდა წევრების დახმარება

შეგახსენებთ, რომ დე იონგმა ლა ლიგის ახალი სეზონის 4-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი შეაგდო.


Facebook კომენტარები