2 წლის და 7 თვის წინ
ჩავის ექსპერიმენტი - ფეხბურთელს შეიძლება პოზიცია შეეცვალოს
ავტორი
Aa
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერან მარტინესის ინფორმაციით, "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ანდრეას კრისტენსენის დაყენებას განიხილავს.
როგორც მოგეხსენებათ, "ბლაუგრანას" შემადგენლობაში ერთადერთი ნომინალური საყრდენი ორიოლ რომეუა, რომელსაც, ცხადია, დასვენება აუცილებლად დასჭირდება.
კრისტენსენის გასაყრდენება იმისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ფრენკი დე იონგი და ილქაი გიუნდოგანი თავიანთ პოზიციებზე დარჩნენ.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ჩავი ერნანდესი ცენტრალურ მცველს მაღლა სწევს. გასულ სეზონში ეს მან ერიკ გარსიაზე გამოსცადა, თუმცა მცდელობა წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 4-ვე ტურში რომეუ სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი