logo

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

მოგეხსენებათ, კორონავირუსი მსოფლიოს ბევრ ქვეყანას ძალიან დიდ ზარალს აყენებს. ევროპაში კი, იტალიის შემდეგ, ყველაზე დაზარალებული ესპანეთია. ამის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, იტყობინება El Pais. 

მადრიდში 2000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, სიკვდილიანობის შემთხვევა კი 40 იყო. Marca-ს ცნობით, ქალაქის ყველა მაღაზია, ბარი და რესტორანი დროებით დაიხურება.

რაც შეეხება კატალონიას, აქ გაცილებით უკეთესი სიტუაციაა. ამ რეგიონში Covid-19-ის 316 ოფიციალური შემთხვევა დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის რეკომენდაციის მიხედვით, "ბარსელონამ" გააუქმა ყველა სავარჯიშო სესია და სხვა აქტივობები. 

2 თვის წინ
201 / 0
სესე გოგიაშვილი
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1039
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ