2 წლის წინ

ცნობილია: რა იქნება "ბარსას" მთავარი ამოცანა იანვარში

ავტორი
Aa
იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" პრიორიტეტული ამოცანა ვიტორ როკეს ლა ლიგაში დარეგისტრირება იქნება, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი როხერ ტორელო.
როგორც მოგეხსენებათ, ბრაზილიელი თავდამსხმელი "ბლაუგრანამ" "ატლეტიკო პარანაენსედან" გასულ ზაფხულს შეიძინა, მაგრამ იმის გამო, რომ კლუბი მის ახლა დარეგისტრირებას ვერ მოახერხებდა, კიდევ 6 თვით დატოვა სამშობლოში.
მას შემდეგ, რაც "ბარსამ" უსმან დემბელე გაყიდა, თითქოს გაჩნდა შანსი, 18 წლის ფორვარდი გუნდს ახლავე შეერთებოდა, თუმცა ამაზე თავად "ატლეტიკო" არ წამოვიდა.
თუ ყველაფერი კარგად წავიდა, როკეს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურში 2024 წლის იანვრიდან ვიხილავთ.
2023 წელს ვიტორის ანგარიშზე 20 გოლი და 8 ასისტია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
4 დღის და 10 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
1 კვირის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 5 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 5 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში