2 წლის და 7 თვის წინ
ფერმინ ლოპესმა გასახდელში იტირა
ფერმინ ლოპესმა გასახდელში იტირა

"ბარსელონას" 20 წლის ნახევარმცველს, ფერმინ ლოპესს ძალიან წარუმატებელი უქმეები გამოუვიდა.

ესპანელმა, რომელიც პირველ გუნდშია დაწინაურებული, მთავარ მწვრთნელს სთხოვა, რომ "ბარსელონა ატლეტიკს" დახმარებოდა, რათა სათამაშო რიტმი შეენარჩუნებინა. ჩავიმ ფერმინს ამის ნება დართო, თუმცა ერთადერთი, რითაც ლოპესი გამოირჩა, წითელი ბარათი გახლდათ.

"ბარსელონა ატლეტიკისა" და "ხიმნასტიკ ტარაგონას" მატჩის პირველ ტაიმში ფერმინმა ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო. პირველად იგი მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტების გამო გააფრთხილეს, მეორედ კი - უხეში ჯარიმის.

"ფერმინმა მატჩის მერე იტირა. მან თავი ცუდად იგრძნო, რადგან უნდოდა გუნდს დახმარებოდა," - ეს ახალგაზრდა ფეხბურთელის, მარკ კასადოს სიტყვებია.

კარგი ამბავი ისაა, რომ იქამდე, სანამ "ბარსელონას" პირველ გუნდი "ბეტისთან ითამაშებდეს, სარეზერვო გუნდს კიდევ 1 შეხვედრა ელოდება. სწორედ მისი გამოტოვებით მოიხდის ლოპესი დისკვალიფიკაციას და ანდალუსიელთა წინააღმდეგ განაცხადში ყოფნის უფლებაც ექნება.

აქვე გეტყვით, რომ "ხიმნასტიკთან" "ბარსა ატლეტიკი" ანგარიშით 0:1 დამარცხდა. რაფა მარკესის გუნდი სეზონს 1 მოგებით და 2 წაგებით იწყებს.


Facebook კომენტარები