2 წლის და 7 თვის წინ
"ბარსა" არ იჩქარებს - ახალი ცნობები პედრის შესახებ
ავტორი
Aa
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტმა გაბრიელ სანსმა პედრი გონსალესის მდგომარეობის შესახებ ახალი ცნობები გაავრცელა.
წყაროს თანახმად, 20 წლის ნახევარმცველის ტრავმის მოშუშების პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს. პედრი ფიზიოეთერაპიის განსაკუთრებულ კურსს გადის, რათა იმაზე ძლიერი დაბრუნდეს, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, "ბარსელონა" ესპანელ ვარსკვლავთან მიმართებაში მაინც არ იჩქარებს.
პედრის დაბრუნება ოქტომბრის შუა რიცხვებისთვისაა მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, რომ გონსალესს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში 20 აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია. ტრავმა მან "კადისთან" მატჩის შემდეგ (სადაც გოლი გაიტანა) მიიღო.
Facebook კომენტარები