ესპანური Mundo Deportivo "ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნეების შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც მოგეხსენებათ, "ბლაუგრანას" ძალიან ხშირად უკავშირებენ ბერნარდუ სილვასა და დანი ოლმოს. ორივე ფეხბურთელმა საკუთარ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რაც მათდამი "ბარსას" ინტერესის დასასრულად უნდა ჩაგვეთვალა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საქმე სხვაგვარადაა.
წყაროს თანახმად, ბერნარდუმაც და ოლმომაც ხელშეკრულებაში ჩადეს "ბარსელონას" პუნქტი". ეს მათ საშუალებას აძლევს, "ბლაუგრანაში" დაახლოებით 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდნენ.
ასე და ამგვარად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ "ბარსა" მომავალ ზაფხულს აუცილებლად მიუბრუნდება. ცნობისთვის, "მანჩესტერ სიტისთან" ხელშეკრულება პორტუგალიელ ნახევარმცველს 2026 წლის ივლისამდე აკავშირებს, ესპანელი გარემარბი "ლაიფციგთან" კი 2027 წლის ივლისამდეა დაკავშირებული.
სხვათა შორის, Mundo Deportivo-მ კიდევ ერთი ნახევარმცველიც ახსენა, რომლის გამოსასყიდი თანხა ასევე 60 მილიონი ევროა. საუბარია "ვილიარეალის" ფეხბურთელ ალექს ბაენაზე. იგი ჩავი ერნანდესს ძალიან მოსწონს.