2 წლის და 11 თვის წინ
ჩავის კასადო მოსწონს - კლუბის გეგმები მარკთან დაკავშირებით
ავტორი
Aa
მარკ კასადო ორიოლ რომეუს ერთ-ერთი შესაძლო შემცვლელია, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი გაბრიელ სანსი.
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს ახალგაზრდა ნახევარმცველი ძალიან მოსწონს. ჩავის უნდა, რომ კასადოს შანსი მისცეს, თუმცა, ცხადია, ეს კონკრეტული მატჩის მიმდინარეობასა და სხვა ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული.
კასადოს "ბლაუგრანასთან" მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივლისში ეწურება, თუმცა მასში 1 წლით გახანგრძლივების ოფციაა ჩადებული.
კატალონიურ გრანდში სურთ, რომ მარკის მომავალი ისევე დაიცვან, როგორც ეს ფერმინ ლოპესის შემთხვევაში გააკეთეს. მოლაპარაკებების დაწყებას მალე უნდა ველოდოთ.
წყაროს თანახმად, 19 წლის ესპანელი ფეხბურთელის შეძენა გასულ ზაფხულს ლა ლიგის ერთ-ერთ გუნდს უნდოდა, მაგრამ "ბარსელონამ" ამაზე უარი თქვა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
10 თვის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
10 თვის და 4 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
11 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
11 თვის და 1 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი