3 წლის და 2 თვის წინ
კონკურენტი “ბარსას”! - როქეს შეძენით პრემიერ ლიგის გრანდი დაინტერესდა
კონკურენტი “ბარსას”! - როქეს შეძენით პრემიერ ლიგის გრანდი დაინტერესდა

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” “ატლეტიკო პარანაენსეს” 17 წლის ტალანტის, ვიტორ როქეს შეძენით აქტიურად ინტერესდება.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ხოაკიმ პიერას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “არსენალი” ახალგარზდა ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

ამავე წყაროს ცნობით, ამჟამად “ბარსელონა” როქეს შეძენის ფავორიტი გახლავთ. “ბლაუგრანა” დეკოსთან კონტაქტს ინარჩუნებს, რომელიც როქეს აგენტი გახლავთ.

ცნობისთვის, 17 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები