logo

ბონგასთვის ბრძოლაში "ბარსას" კონკურენტი გამოუჩნდა

ბონგასთვის ბრძოლაში "ბარსას" კონკურენტი გამოუჩნდა

იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება, რომ "სასუოლოს" ფორვარდ ჯერემი ბონგასთვის ბრძოლაში "ბარსელონას" კონკურენტი გამოუჩნდა.

წყაროს თანახმად, 23 წლის თავდამსხმელისთვის ლონდონის "ტოტენჰემიც" იბრძოლებს. აღსანიშნავია, რომ ჯერემის ასევე უკავშირებენ დორტმუნდის "ბორუსიასა" და "ვალენსიას".

ბონგა "სასუოლომდე" ლონდონის "ჩელსის" საკუთრება გახლდათ და მის დაბრუნებაზე "არისტოკრატებიც" ფიქრობენ.

20 მილიონად შეფასებულმა კოტ-დიუარელმა სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში 24 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 4 ასისტიც მიითვალა.

6 თვის წინ
415 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 487
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ