სექტემბრის სანაკრებო პაუზას "ბარსელონა" უდანაკარგოდ ამთავრებდა, თუმცა უკანასკნელ დღეს ტრავმა გუნდის გერმანელმა ნახევარმცველმა, ილქაი გიუნდოგანმა მიიღო.
გერმანიისა და საფრანგეთის ეროვნული გუნდების ამხანაგური მატჩი 32 წლის შუახაზელმა 26-ე წუთზე დატოვა.
პირველადი ცნობების თანახმად, ილქაის თეძოს არეში სერიოზული სისხლჩაქცევა აქვს და მისი "ბეტისთან" მატჩში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. გიუნდოგანი დამატებით გამოკვლევებს ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ ჩაიტარებს.
SPORT წერს, რომ თუ ილქაიმ მართლაც ვერ შეძლო "ბეტისის" წინააღმდეგ თამაში, სასტარტო შემადგენლობაში მას ჟოაუ ფელიქსი ჩაანაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ კატალონიურ-ანდალუსიური დაპირისპირება 16 სექტემბერს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება გიუნდოგანს, მიმდინარე სეზონში მან თავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.