1 წლის და 2 თვის წინ
"ჩავი ამას იმსახურებს" - ფერანის კომენტარი კვიპროსთან მატჩის შემდეგ
"ჩავი ამას იმსახურებს" - ფერანის კომენტარი კვიპროსთან მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" თავდამსხმელმა ფერან ტორესმა გუშინ ესპანეთისა და კვიპროსის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში დუბლი შეასრულა. 23 წლის ფორვარდი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა 2 გოლის გასატანად 22 წუთიც ეყო.

წარმატებული შეხვედრის შემდეგ ფერანმა ჟურნალისტებთან რამდენიმე კომენტარი გააკეთა.

"პრესას არ ვეცნობი. ეს არაფერს მაძლევს, ამიტომ არ მადარდებს. უბრალოდ შოუს ნაწილია.

ლამინე იამალი? მისგან ბევრ რამეს უნდა ველოდოთ. განსხვავებული ფეხბურთელია. 

ჩავიმ გუნდში დიდი ცვლილებები მოახდინა. ახლა გაცილებით კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ. ის კონტრაქტის გახანგრძლივებას იმსახურებს.

მოედანზე ბევრს ვშრომობ, რათა ვაჩვენო, რა შემიძლია და დავამტკიცო, რომ "ბარსელონასთვის" ღირებული ვარ. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვარ.

თავს ცუდად არ ვგრძნობ იმის გამო, რომ ესპანეთის ნაკრების განაცხადში მოგვიანებით ჩამამატეს. ქვეყნის ღირსების დაცვა ყოველთვის პატივია," - თქვა ტორესმა.

შეგახსენებთ, რომ ფერანი სექტემბრის მატჩებისთვის გამოქვეყნებულ განაცხადში არ იმყოფებოდა, თუმცა მას მერე, რაც "დინამო არენაზე" მარკო ასენსიომ და დანი ოლმომ ტრავმები მიიღეს, მას "ფურია როხაში" უხმეს.


Facebook კომენტარები