logo

ზუსტად 2 წლის წინ - ზღაპრული საღამო "კამპ ნოუზე"

ზუსტად 2 წლის წინ, 2018 წლის 14 მარტს "ბარსელონას" არგენტინელმა მეგავარსკვლავმა, ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში მე-100 გოლი შეაგდო.

"ლა პულგამ" ამ მაჩვენებელს მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ლონდონის "ჩელსისთან" მიაღწია.

"ბლაუგრანამ" "არისტოკრატები" 3:0 დაამარცხა და შემდეგ სტადიაზეც გავიდა. ლეომ დუბლი შეასრულა და უსმან დემბელესაც გაატანინა.

2017/18 წლების სეზონის გათამაშებაში "ბარსამ" მეოთხედფინალიდან დატოვა ჩემპიონთა ლიგა, როცა იტალიურ "რომასთან" ზღაპრული ქამბექით დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ახლა ლეოს ევროპის უპრესტიჟულესტ ტურნირზე 114 გოლი აქვს გატანილი.

2 კვირის წინ
450 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 722
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ