2 წლის და 7 თვის წინ
პაბლო გავიმ ახალი მეტსახელი მიიღო
პაბლო გავიმ ახალი მეტსახელი მიიღო

როგორც მოგეხსენებათ, პაბლო გავიმ ესპანეთის ნაკრებში უკანასკნელი ორი მატჩი სპეციალური თავსაფრით ჩაატარა.

სწორედ ამ დამცავის გამო შეარქვეს 19 წლის ნახევარმცველს ახალი მეტსახელი მისმა თანამემამულეებმა.

ინსტაგრამპოსტზე პაბლოს ალეხანდრო ბალდემ და ნიკო გონსალესმა სიტყვა "პეტერი" დაუკომენტარეს.

ცხადია, ახალგაზრდა ესპანელები გავის ლეგენდარულ ჩეხ მეკარეს, პიოტრ ჩეხს ადარებენ, რომელმაც კარიერის უმეტესი ნაწილი სწორედ თავის დამცავით გაატარა.

ცხადია, გავის ამ ატრიბუტით თამაში გაცილებით ნაკლები დროის განმავლობაში მოუწევს. არაა გამორიცხული, ჩვეულებრივ ფორმაში იგი უკვე შაბათსვე მოგვევლინოს.


Facebook კომენტარები