"ბარსელონა" ნიკო უილიამსის აგენტებს დაუკავშირდა, - იუწყება ცნობილი ჟურნალისტი ალფრედ მარტინესი.
წყაროს თანახმად, ჩავი ერნანდესი და "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა 21 წლის შემტევს აქტიურად აკვირდებიან.
"ბარსას" ამოცანას აიოლებს ის ფაქტი, რომ ნიკოს ბილბაოს "ატლეტიკთან" კონტრაქტი 2024 წლის ივლისში ეწურება.
აგვისტოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, შემტევი ბასკურ კლუბთან მოკლევადიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელშიც გამოსასყიდი თანხის ადეკვატური ოდენობა ჩაიწერება.
სხვათა შორის, უილიამსი სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე განსაკუთრებით ხშირად "ბარსას" ახალგაზრდების - პაბლო გავისა და ლამინე იამალის გვერდით ჩნდებოდა. მათი მეგობრობა ნიკოს "ბლაუგრანაში" გადაბარგების შანსებს მხოლოდ გაზრდის.
ლა ლიგის ახალ სეზონში ჩატარებულ 4 მატჩში ნიკომ თავი 4 ასისტით გამოიჩინა.