როგორც იცით, "ბარსელონას" 23 წლის თავდამსხმელი, ფერან ტორესი ახალ სეზონს შესანიშნავად იწყებს. ლა ლიგაში ტორესმა 2 მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, ესპანეთის ნაკრებში კი დუბლით გამოიჩინა თავი. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ პრესეზონზე ფერანი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ (3 გოლი).
ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ "ბარსას" შვიდიანი ამ ყველაფერს შეზღუდული სათამაშო დროის პირობებში აკეთებს. ტორესს სასტარტო შემადგენლობიდან ჯერ ერთი მატჩიც კი არ დაუწყია.
Mundo Deportivo-მ ახალგაზრდა ფორვარდის ასეთი პროგრესის რამდენიმე განმაპირობებელი ფაქტორი შემოგვთავაზა:
- ტორესმა სეზონი იმაში დარწმუნებულმა დაიწყო, რომ თავდასხმის ხაზში ჩავისთვის უკანასკნელი ოფცია გახლდათ.
- უკვე 1 წელზე მეტია, რაც ფსიქოლოგთან მუშაობს.
- ზაფხულში ფერანი ფიზმომზადების მწვრთნელთან ერთად ვარჯიშობდა, რათა სეზონს საუკეთესო ფორმაში შეხვედროდა.
- კვებით რაციონს იგი უდიდეს ყურადღებას აქცევს.
- ტორესმა პერსონალური ფიზიოთერაპევტი დაიქირავა, რომელიც ტრავმებისა და გადაღლის თავიდან არიდებაში ეხმარება.
დიდი ალბათობით, "ბლაუგრანას" თავდამსხმელს ძირითად თერთმეტეულში 16 სექტემბერს, "ბეტისის" წინააღმდეგ ვიხილავთ. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.