2 წლის და 7 თვის წინ
ფიფამ ნომინანტები დაასახელა - 3 "ბარსელონელის" წარმატება
ფიფამ ნომინანტები დაასახელა - 3 "ბარსელონელის" წარმატება

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ 2023 წლის საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიაზე წარდგენილთა სიები გამოაქვეყნა.

ბუნებრივია, მთავარი ჯილდო The Best-ია, რომელიც წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.

12 ფინალისტში მხოლოდ ერთი "ბარსელონელი", ილქაი გიუნდოგანი მოხვდა. გერმანელმა ნახევარმცველმა "მანჩესტერ სიტიში" ტრიპლეტი მოიგო და მაღალი პოზიციის დაკავების საკმაოდ კარგი შანსი აქვს.

წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოსთვის იბრძოლებს ჩავი ერნანდესი. "ბლაუგრანას" მესაჭეს ლა ლიგის მოგება დაუფასეს და პეპ გვარდიოლას, ლუჩიანო სპალეტის, სიმონე ინძაგისა და ენჯ პოსტეკოგლუს გვერდით დააყენეს.

რაც შეეხება წლის საუკეთესო მეკარეს, ნომინანტებშია მარკ-ანდრე ტერ შტეგენი. გერმანელმა ლა ლიგის წინა სეზონში კარი მშრალად 26 მატჩში შეინახა, რითაც რეკორდი გაიმეორა. ტერ შტეგენის კონკურენტები ტიბო კურტუა, ედერსონი, იასინ ბონო და ანდრე იოანა იქნებიან.

აქვე გეტყვით, რომ ხმის მიცემაში მონაწილეობას გულშემატკივრებიც იღებენ, ამიტომ "ბარსას" წარმომადგენელთათვის დახმარების გაწევა თქვენც შეგიძლიათ.


Facebook კომენტარები