2 წლის და 11 თვის წინ
როდის დაუბრუნდება ინიგო მარტინესი მინდორს - ახალი ცნობები
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონას" ახალწვეულს, ინიგო მარტინესს ბოლო პერიოდში კუნთის ტრავმა აწუხებდა.
ესპანელმა მოთამაშემ "ბლაუგრანას" რიგებში მხოლოდ რამდენიმე წუთით ითამაშა, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სრული დატვირთვა არ შეიძლებოდა.
32 წლის მცველთან დაკავშირებით, დღეს მედიაში ახალი ცნობები გავრცელდა.
როგორც იწერება, "ბარსას" სამწრთვნელო სტაფი ფიქრობს, რომ ინიგო უკვე თავს კარგად გრძნობს და ტრავმისგან პრაქტიკულად გამოჯანმრთელდა.
ასევე ვრცელდება ცნობები, რომ მას მომდევნო თამაშში მონაწილეობის მიღება შეეძლება.
აქვე გეტყვით, რომ "ბარსელონას" მომდევნო დაპირისპირება 16 სექტემბერს, "ბეტისის" წინააღმდეგ ელის.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
10 თვის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
10 თვის და 4 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
11 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
11 თვის და 1 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი