

ლიონელ მესის, სერხიო ბუსკეტსისა და ჟორდი ალბას ტრანსფერებმა "ინტერ მაიამიში" ბევრი რამ შეცვალა. ფლორიდელებმა არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიგეს და ახლა MLS-ის ცხრილშიც ზემოთ მიიწევენ.
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელების წვლილი ამ საქმეში უზარმაზარია და, როგორც ჩანს, დევიდ ბექჰემმა გუნდს შეიძლება ერთი ექს-ბარსელონელი კიდევ დაამატოს.
საუბარია რიკი პუჩიზე.
Marca-ის ინფორმაციით, მესის სურს, რომ "ინტერში" თავისი ყოფილი თანაგუნდელი, რიკი პუჩი იხილოს.
პუჩისთან ერთად ლეოს "ბლაუგრანას" ძირითად გუნდში ორი სეზონი აქვს გატარებული, ამიტომ მის შესაძლებლობებს კარგად იცნობს.
შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ნახევარმცველმა "ბარსა" 2022 წელს დატოვა და "ლოს ანჯელეს გელექსიში" ჩაირიცხა. კალიფორნიელთა მაისურით მას 11 გოლი აქვს გატანილი. 42 მატჩში რიკიმ 6 ასისტიც მიითვალა.



