logo

"რეალის" ვარსკვლავი, რომელმაც მესის აჯობა

"რეალის" ვარსკვლავი, რომელმაც მესის აჯობა

CIES-ის საფეხბურთო ობსერვატორიამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლებიც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ჩატარებულ მატჩებს ეხება.

დადგინდა, რომ მადრიდის "რეალის" ბელგიელი გარემარბი, ედენ აზარი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ბებერი კონტინენტის 5 საუკეთესო პირველობის მასშტაბით 300 მატჩის ჩატარება მოახერხა.

"ჩელსის" ყოფილი მეგავარსკვლავი ამ ზღვარის გადალახვისას 26 წლისაც კი არ გახლდათ. შედარებისთვის, თავის მე-200 შეხვედრაში ბელგიელმა 23 წლისამ მიიღო მონაწილეობა.

საინტერესოა, რომ "ბარსელონას" არგენტინელ მეგავარსკვლავს, ლიონელ მესის 300იანი ზღვარის გადასაბიჯებლად გაცილებით დიდი დრო დასჭირდა. მაშინ ლეო თითქმის 28 წლის იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ედენის გარდა არსებობს კიდევ მხოლოდ 5 მოთამაშე, ვისაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში 300 მატჩი 27 წლის შესრულებამდე ჩაუტარებია - ჯეიმს მილნერი, მუსა სისოკო, იკერ მუნიანი, მირალემ პიანიჩი და სესკ ფაბრეგასი.

2 თვის წინ
1129 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1008
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ