1 წლის და 9 თვის წინ
"1:0-ებს ამიტომ ვიგებთ" - ჩავი "ვილიარეალთან" მატჩის შემდეგ
"1:0-ებს ამიტომ ვიგებთ" - ჩავი "ვილიარეალთან" მატჩის შემდეგ

"ვილიარეალთან" პედრი გონსალესის გოლით მოგებული შეხვედრა "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შეაფასა.

"უკნიდან თამაშს ვცდილობდით. ბევრი სახიფათო შეტევა ვერ დავასრულეთ გოლით. რთულ სტადიონზე საკმაოდ კარგად ვითამაშეთ."

"ცვლილებები ადრე იმიტომ არ გავაკეთე, რომ გუნდი ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდა."

"მარკი ისევ დიდებული იყო. კარი მშრალად შეინახა. "ვილიარეალს" საგოლე შანსები თითქმის არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით ჩვენი შეცდომების შედეგად შექმნილ რამდენიმე ეპიზოდს."

"ლა ლიგისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ქულები ავიღეთ."

"დაცვა ჩვენი მთავარი იარაღი არაა. შემტევი გუნდი ვართ, მაგრამ თამაშებს მინიმალური სხვაობით იმიტომ ვიგებთ, რომ ბოლო პასი გვაკლია ხოლმე. განსავითარებელი კიდევ ბევრი გვაქვს."

"ეს "ბარსელონას" საუკეთესო ვერსიაა ჩემი აქ მოსვლის შემდეგ."

"პირველი მცველი ლევანდოვსკია. ის საჭირო ძალას გვაძლევს. თუ რობერტია ჩართული პრესინგში, ამას სხვებიც აკეთებენ."

"არაუხო განსაკუთრებულია... სწრაფი, აგრესიული, ძლიერი. ის მაღალი დონის მცველია, რომელიც შეცდომებს ასწორებს."

"11 ქულა დიდი უპირატესობა არ არის. 17 მატჩი კიდევ სათამაშოა, თუმცა ჩვენი პროგრესით კმაყოფილი ვარ."

"დე იონგის ეს ვერსია მისდამი გამოჩენილი ნდობით შეიქმნა. იგი თავს მოედანზე კომფორტულად გრძნობს. ფრენკი დე იონგი სრულყოფილი ნახევარმცველია. მას ყველაფერი აქვს, რათა განსხვავება შექმნას და "ბარსელონაში" ეპოქა დატოვოს. იგი ბრწყინვალედ თამაშობს."

"ახლა ხუთშაბათს გასამართ მატჩზე უნდა ვკონცენტრირდეთ. არასდროს იცი, ევროტურნირებზე რა გელოდება. რთული იქნება."

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" მონაგარი 56 ქულაა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში "რეალს" 11 ქულით უსწრებს, თუმცა "სამეფო კლუბს" 1-ით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.


Facebook კომენტარები