"ბარსელონას" პორტუგალიელ მარჯვენა მცველს, ჟოაუ კანსელუს "ბეტისის" წინააღმდეგ ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა.
29 წლის ფლანგელმა 11 ორთაბრძოლა მოიგო, 7-დან 6 დრიბლინგი წარმატებით შეასრულა და ბურთი 2-ჯერ ჩაჭრა, ეს ყველაფერი კი ულამაზესი გოლითაც დააგვირგვინა.
"მანჩესტერ სიტის" საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელის თამაშმა ესპანურ პრესაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა:
"რაც კანსელუმ გააკეთა, ბრწყინვალეა. ის მსოფლიოს 5 საუკეთესო განაპირა მცველს შორისაა."
- ადრიან სანჩესი
"ორმა ჟოაუმ "ბარსელონა" სრულიად შეცვალა. ეს საიჯარო გარიგებები აუცილებლად უნდა იქცეს პერმანენტულ ტრანსფერებად."
- ნაჩო ხიმენესი
"ჟოაუ კანსელუს ყურებით ვტკბები. "ბარსელონას" მისი დონის მარჯვენა მცველი, ალბათ, დანი ალვეშის შემდეგ არ ჰყოლია."
- ხავი მიგელი
შეგახსენებთ, რომ კანსელუ გუშინ პირველად მოხდა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სასტარტო შემადგენლობაში.