2 წლის და 11 თვის წინ
ფერანის მნიშვნელოვანი როლი - ტორესი მოედნის მიღმაც ეფექტურია
ავტორი
Aa
შესანიშნავად მოგეხსენებათ, რომ ფერან ტორესი ბრწყინვალე ფორმაშია. "ბარსელონას" შვიდიანმა ლა ლიგის ახალ სეზონში უკვე 3 გოლის გატანა მოასწრო - მათ შორის უკანასკნელი "ბეტისთან" უზადოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმა გახლდათ.
23 წლის ფორვარდის მნიშვნელოვანი როლი მოედანზე შეიუარაღებელი თვალითაც აშკარაა, თუმცა, როგორც ირკვევა, ტორესი მოედნის მიღმაც დიდ საქმეს აკეთებს.
Sport-ის ინფორმაციით, ფერანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ჟოაუ კანსელუსა და ჟოაუ ფელიქსს ახალ გუნდში თავი კომფორტულად ეგრძნოთ.
კანსელუს ტორესი ჯერ კიდევ "ვალენსიადან" იცნობდა და ისინი "მანჩესტერ სიტიშიც" ერთად თამაშობდნენ. ცხადია, პორტუგალიელ ფლანგელს ამან ადაპტაცია გაუადვილა.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ მატჩში გოლი არა მარტო ფერანმა, არამედ ორივე ჟოაუამაც შეაგდო.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
10 თვის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
10 თვის და 4 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
11 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
11 თვის და 1 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი