"ვილიარეალის" მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი "ბარსელონასთან" ნათამაშები მატჩის შედეგით უკმაყოფილო დარჩა. კანტაბრიელი სპეციალისტი თვლის, რომ "ყვითელი წყალქვეშა ნავი" წუხელ ქულას მაინც იმსახურებდა.
"ფრე ყველაზე სამართლიანი შედეგი იქნებოდა.
არის რაღაც, რაც "ბარსელონაში" ძალიან შეიცვალა. ვგულისხმობ მათ პრესინგს.
მეტოქის ნახევარზე კატალონიელთა მიერ განხორციელებული პრესინგი ძალიან ინტენსიურია. "ბარსა" არის გუნდი, რომელიც უბურთოდ ყველაზე მეტს დარბის," - განაცხადა კიკემ.
შეგახსენებთ, რომ სეტიენი 2020 წელს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელი გახლდათ. ბოლო მატჩი, სადაც კიკემ კატალონიურ გრანდს უხელმძღვანელა, გუნდმა მიუნხენის "ბაიერნთან" ექვსბურთიანი სხვაობით წააგო.
რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, იქ გამარჯვება "ბლაუგრანას" პედრი გონსალესის მიერ გატანილმა გოლმა მოუტანა.